|
2019-07-17 16:30:53, 1727 ნახვა
პოლიტიკა
აქციის მონაწილე: ივანიშვილი შეშინებულია, რადგან ადამიანი, რომელიც შეშინებული არ არის, აქციაზე თავებს არ ითვლის
შეშინებულები არიან, რადგან ადამიანი, რომელიც შეშინებული არ არის, თავებს არ ითვლის საპროტესტო აქციებზე, - ასე გამოეხმაურა ანტოსაოკუპაციო აქციის „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნოდარ რუხაძე პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს. მისი შეფასებით, ივანიშვილის განცხადებები უტიფარობაა. „ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადებები არის მორიგი უტიფარი, თავის გამართლების მცდელობა, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ეს ადამიანები საკუთარ ბრალეულობას, რა თქმა უნდა, არ აღიარებენ, თუმცა მაინც საკუთარი თავის დასამშვიდებლად უწევთ თითების შვერა ოპოზიციისკენ, თავების თვლა. ფაქტია, რომ ისინი შეშინებულები არიან, რადგან ის ადამიანი, რომელიც შეშინებული არ არის, თავებს არ ითვლის საპროტესტო აქციებზე. აქტია, რომ ჩვენ აქციებს ვაგრძელებთ, მანამ სანამ გიორგი გახარია არ დაისჯება, ეს ჩვენთვის არის პრინციპული საკითხი“, - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)