|
2019-07-17 12:40:50, 1303 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე, ევროპიდან და აშშ-დან კითხვა რომ ყოფილიყო, გახარიას გადადგომის საკითხი დადგებოდა
„არც ვაშინგტონიდან და არც ევროპიდან არავის აქვს კითხვა 20 ივნისს ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე კითხვა რომ აღძრულიყო, ამ შემთხვევაში დადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი „20 ივნისიდან მოყოლებული ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“, მისი დამქაშები – „ევროპული საქართველო“ თუ პატარა პარტიები, რომლებიც ასოცირდებიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, პირველივე დღიდან დაჟინებით ითხოვდნენ, რომ უნდა გადადგეს გიორგი გახარია. ერთ-ერთი მოთხოვნა ეს ჰქონდათ. არც ვაშინგტონიდან, არც ევროპიდან, ვინც ნახა ეს კადრები, არავის კითხვა არ აღეძვრის ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. როდესაც მეორე დღესვე ითხოვენ ამას, აქ ყველაფერი იკვეთება. ძალა ლეგიტიმურად იყო გამოყენებული. არავის ამის მსგავსი კითხვა არ აქვს. შესაბამისად, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე კითხვა რომ აღძრულიყო, ამ შემთხვევაში დადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის. შევხვდი ევროპელებს, ელჩებს, ვიცი ვაშინგტონის პოზიცია, ის კადრები, რაც ნახეს, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე არავის კითხვა არ აღეძვრის. შესაბამისად, შს მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არაა“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)