|
2019-07-16 11:59:11, 1596 ნახვა
პოლიტიკა
ლინას ლინკევიჩუსი: მესმის დემონსტრანტების სიბრაზე, მაგრამ მხარს არ ვუჭერ უკანონო მეთოდებს
„მხარს ვუჭერ [დემონსტრანტების] სიბრაზეს, მესმის სიბრაზე. მაგრამ მხარს არ ვუჭერ მეთოდებს - მეთოდებს, რომლებიც კანონებს და კონსტიტუციას არღვევს“, - ასე გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. ლინკევიჩუსი აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი აჩენს ეჭვებს ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის მდგრადობის შესახებ. „ეს დემონსტრაციები იყო ძალიან ემოციური. ამ ერს ვიცნობთ და ვიცით, რომ ეს ემოციური ერია. ამავე დროს, შესაძლოა ოპოზიციამაც გამოიყენა ეს შესაძლებლობა სათავისოდ. მიზეზი ბევრია და ჩემთვის რთულია ამ ყველაფრის ახსნა. ის ღონისძიება პარლამენტში - ის კომპოზიცია - სავარაუდოდ არ იყო კარგად გააზრებული და გაანალიზებული მის გამართვამდე, იმიტომ რომ ის პროვოკაციულად ჩანდა. მხარს ვუჭერ [დემონსტრანტების] სიბრაზეს, მესმის სიბრაზე. მაგრამ მხარს არ ვუჭერ მეთოდებს - მეთოდებს, რომლებიც კანონებს და კონსტიტუციას არღვევს და, სიმართლე გითხრათ, აღძრავს ეჭვებს ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის მდგრადობის შესახებ. ესაა რეალობა. თუმცა მესმის სიბრაზეც და მესმის მათიც, ვინც პროტესტს გამოხატავს. დგება ხოლმე დემოკრატიის გამოცდები და ახლაც ამას ვუყურებთ. ხალხს შეუძლია პროტესტის გამოხატვა, მაგრამ ეს კანონების და კონსტიტუციის დარღვევით არ უნდა გააკეთონ, საიმისოდ, რომ დემოკრატია მოწიფული იყოს. ჯერჯერობით კვლავაც გაურკვეველია, როგორ გადაწყვეტას მოუძებნიან ისინი ამ საკითხს. სავარაუდოდ, ეს არაა უკანასკნელი ტესტი, რომელსაც მთავრობა მდგრადობაზე აბარებს. მაგრამ მათ აქვთ გაგრძელების შანსი. და აქაც კვლავაც იგივე ამოცანა გვაქვს - რომ ისინი რადარებზე დარჩნენ, არ დავუშვათ მათი წაშლა დღის წესრიგიდან", - განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)