|
2019-07-15 10:30:02, 1464 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე პირველი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, 15-20 ივლისს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. არჩილ თალაკვაძე ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და დემოკრატიისთვის ბრძოლაში, პარლამენტის წევრების როლზე ისაუბრებს. ფორუმში მონაწილეობის პარალელურად, არჩილ თალაკვაძე შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტის თავმჯდომარესთან, დევიდ პრაისთან, კონგრესისა და სენატის წევრებთან, სახელმწიფო მდივნის მოქმედ თანაშემწესთან, ფილიპ რიკერთან, ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტ დეიმონ ვილსონთან, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელ მარკ გრინთან და ექსპერტებთან გამართავს. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სერგი კაპანაძე შედიან. ვიზიტის ფარგლებში, თამარ ჩუგოშვილი და სერგი კაპანაძე კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას და ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)