13:10 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-15 10:22:56, 1685 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე მელიასა და „ევროპული საქართველოს“ ლიდერების უთანხმოებაზე: ხალხი ამდენი პოლიტიკით დაიღალა

ხალხი  ამდენი პოლიტიკით და დაპირისპირებით ძალიან  დაიღალა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას „ევროპულ  საქართველოსთან“ დაპირისპირების ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა.

 მისი თქმით, საზოგადოება  არა დაპირისპირებაზე, არამედ   საქმის კეთებასა და ქვეყნის განვითარებაზე უნდა ორიენტირდეს. 

„ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც დღეს მე ვუყურებ, არის ის, რომ პოლიტიკამ შეჭამა ყველაფერი. არადა, ხომ შეიძლება, ვისაუბროთ  პოზიტივზე, სამომავლო პროექტებზე, წინსვლასა და განვითარებაზე. სულ გვესმის „ოცნება“,  „ნაციონალური  მოძრაობა“, „ევროპული საქართველო. ვხედავთ დაპირისპირებას, ცხვირ-პირის მტვრევას, ლანძღვა-გინებას. ხალხი ამ ყველაფრისგან ძალიან დაიღალა. მოდი, ყველამ ჩვენს საქმეს მივხედოთ და ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ. თითო აგური დავდოთ იმისთვის, რომ ხვალინდელი საქართველო უკეთესი  და უფრო განვითარებული  იყოს, სადაც ხალხი უფრო ბედნიერად იცხოვრებს. ჩვენ ხომ ამისთვის ყველა რესურსი გაგვაჩნია და გამოვიყენოთ ეს რესურსი ისევ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics