|
2019-07-12 15:08:26, 2094 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: გუშინ საზოგადოებამ მინისტრის გამოსვლა იხილა, რომელიც პასუხისმგებლობას არ გაურბის
ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეფასებით, შს მინისტრი გიორგი გახარია პასუხისმგებლობას არ გაურბის. მისი განმარტებით, შს მინისტრის განცხადებები ენმ-ს „ისტერიკაში აგდებს“. „გუშინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა პასუხისმგებლიანი მინისტრის გამოსვლა, რომელიც არ გაურბის არც ერთ კითხვას და მითუმეტეს, პასუხისმგებლობას. ნიშანდობლივია ისიც, რომ გიორგი გახარიას ყოველი გამოჩენა კიდევ უფრო მეტ ისტერიკაში აგდებს „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან არც სიმართლეა მათ მხარეს და არც ელემენტარული პასუხისმგებლობის აღება შეუძლიათ თავიანთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე. ასე რომ, ერთ მხარეს არის დესტრუქციული, რევანშისტული „მეხუთე კოლონა“ „ნაცმოძრაობის“ სახით, ხოლო მეორე მხარეს - ხელისუფლება - კონკრეტულ შემთხვევაში შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიცია, რომელიც ასრულებს თავის მოვალეობას, იცავს სახელმწიფოს და მის მომავალს. რა თქმა უნდა, უმძიმესია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებმა და პოლიციელებმა მიიღეს ძალიან სერიოზული დაზიანებები და ამას უსწრაფესი გამოძიება და ამ ადამიანებზე ბოლომდე ზრუნვა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ, ასევე აღსანიშნავია რომ 20 ივნისს შეუძლებელი იყო „ნაცმოძრაობის“ დაორგანიზებული შტურმის მოგერიება პოლიციის მხრიდან ლეგიტიმური ძალის გამოყენების გარეშე. აუცილებლად უნდა გავარჩიოთ პოლიციის მიერ გამოყენებული ლეგიტიმური ძალა, რომლის საჭიროება არავის მხრიდან არ დამდგარა ეჭვქვეშ - და სხეულის დაზიანების ის ფაქტები, რომელთა აუცილებელი გარემოებები შესაძლოა არ იყო - რაზეც გამოძიებამ ძალიან მალე უნდა გაგვცეს კონკრეტული პასუხები“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)