14:22 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-12 01:23:19, 1741 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მშვენიერაძე - ცრუობს ბატონი გახარია, რომ თურმე 3 თვე ეძებდა კანონში რამე ხელჩასაჭიდს, გავრილოვი რომ არ შემოეშვა

უფლებადამცველი და საქართველოს დემოკრატიული ინიციტივის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია ცრუობს, როცა მბობს, რომ 3 თვე ეძებდა კანონში რამე ხელჩასაჭიდს, გავრილოვი ქვეყანაში რომ არ შემოეშვა.

"უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უცხოელს საქართველოში შემოშვებაზე უარი შესაძლოა ეთქვას, თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა; ამავე კანონის მე-12 მუხლის თანახმად, სასაზღვრო გამშვებ პუნქტში უცხოელის შემოშვებაზე ინსპექტირებას ახდენს შსს. ამავდროულად, შსს პირის შემოშვებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ჰქონდეს დასკვნა (სავარაუდოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული), რომელშიც უბრალოდ მიეთითება არ შემოშვების მიზეზი და რომელიც არ საბუთდება. ეს პოსტი იმის ილუსტრაციისთვის, როგორ ცრუობს ბატონი გახარია, რომ თურმე 3 თვე ეძებდა კანონში რამე ხელჩასაჭიდს, გავრილოვი რომ არ შემოეშვა და ვერ იპოვა.
ამ ზღაპრების მოსასმენად უკვე საკმაოდ დიდები ვართ. " - აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.
სერგეი გავრილოვს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ ჰქონდა, სამწუხაროდ, თორემ მიზეზს ბევრს ვეძებდით, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში წამყვანის შეკითხვას, რატომ მოხდა დუმის დეპუტატის საქართველოში შემოშვება.

როგორც გახარიამ აღნიშნა, თუ საპარლამენტო ოპოზიციას ემოციური დამოკიდებულება ჰქონდა ამ საკითხზე, 2-3 თვის განმავლობაში საკანონდებლო ცვლილებები უნდა განეხორციელებინათ, რითაც გავრილოვის ქვეყანაში შემოსვლა აიკრძალებოდა.

„როდესაც საუბრობთ გავრილოვის შემოშვებაზე, უნდა იცოდეთ, რომ ამ დელეგაციაში იყო რამოდენიმე ადამიანი, რომლებსაც ოკუპაციის შესახებ კანონი ჰქონდათ დარღვეული, რომლებიც ჩვენ არ შემოვუშვით. გავრილოვს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ ჰქონდა, სამწუხაროდ, თორემ მიზეზს ბევრს ვეძებდით. თუ ვინმეს, მათ შორის ოპოზიციას, ესეთი ემოციური დამოკიდებულება აქვს ამაზე, მათ შეეძლოთ 2-3 თვის განმავლობაში დაეინიცირებინათ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში ოკუპაციის შესახებ კანონზე და ეთქვათ, ვინც ხმა მისცა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას, ისინიც არ შემოუშვათ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics