|
2019-07-11 15:57:07, 1045 ნახვა
პოლიტიკა
თურნავა: დღეს ევროკავშირი წარმოადგენს ჩვენს უდიდეს სავაჭრო პარტნიორს
„აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ფორმატში დღეს ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას ვმასპინძლობთ., რომლის ფარგლებშიც საუბარი მიმდინარეობს საერთო ინვესტიციებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და საერთო პროექტებზე", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის შესახებ კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, დღეს საქართველოს ეკონომიკა სულ სხვაა, ვიდრე ის ხუთი წლის წინ იყო, როცა ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს. ნათია თურნავას თქმით, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, პირველ რიგში ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული ინვესტიციების და ჩატარებული რეფორმების წყალობით. „საკმარისია ითქვას, რომ დღეს ევროკავშირი წარმოადგენს ჩვენს უდიდეს სავაჭრო პარტნიორს, რომელიც ყველაზე სწრაფად იზრდება, შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ვიყოთ მეტად დივერსიფიცირებულები. ასევე თუ ავიღებთ ჯამურ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ევროპიდან, რაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში განხორციელდა, მათი თითქმის ნახევარი ბოლო ხუთ წელიწადში განხორციელდა, ანუ მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები იქნა გაფორმებული. აქედან გამომდინარე, არასწორია იმის თქმა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით რაიმეს ვაკლებთ, პირიქით - ყველაზე სწრაფად იზრდება ჩვენი ვაჭრობა ევროკავშირთან, ეს ბაზარი წარმოადგენს მესამედზე მეტს ჩვენს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეთა, რომ ფორუმის ფარგლებში საუბარი შეეხება არამხოლოდ ვაჭრობასა და ინვესტიციებს, არამედ ევროკავშირთან უფრო მაღალი ხარისხის ჩართულობასა და ინტეგრაციას. მისი ინფორმაციით, ეს პირველ რიგში ეხება საქართველოს კანონმდებლობას, რომელიც სრულ თანხვედრაში უნდა მოვიდეს ევროკავშირთან, ასევე ენერგეტიკის სექტორში ახალ რეფორმებს - ევროპული ტიპის მწვანე ენერგეტიკასა და ეკონომიკაზე გადასვლას, და ხარისხის ახალ სისტემებს და უსაფრთხოების ახალ სტანდარტებს, რომელთა დანერგვის პროცესიც მიმდინარეობს.
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)