14:21 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 15:39:23, 1220 ნახვა

პოლიტიკა
ეკატერინა ზაჰარიევა: საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს ემყარება

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ეკატერინა ზაჰარიევამ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის პირველ სესიაზე გამოსვლისას „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივის წარმატებულობასა და ეფექტიანობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, განვლილი 10 წლის განმავლობაში, პარტნიორმა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, მათ მოქალაქეებს მიენიჭათ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირთან ამ ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა, ათასობით ახალგაზრდა განათლებას იღებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოხდა, მოქალაქეთა მენტალობის შეცვლაა „რადგან ამ ადამიანებს დღეს სწყურიათ დემოკრატია, უფლებები, სიტყვის თავისუფლება, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა" წარმატებული პროგრამაა" - განაცხადა ზაჰარიევამ.

მისი აზრით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" წინაშე მდგარი ერთ-ერთი ყველაზე  დიდი გამოწვევა ისეთი სიცოცხლისუნარიანი საზოგადოების შექმნაა, რომელიც თავად მიიღებს საკუთარ გადაწყვეტილებებს.  „როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ისე პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის სპიკერი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი თავიანთ გამოსვლებში გამუდმებით საუბრობენ საქართველოს არჩევანზე. ისინი აცხადებენ: ჩვენი არჩევანი ევროპაა. და მართლაც, არავის შეუძლია განსაზღვროს არჩევანი შენი ხალხისთვის, იმისდა მიუხედავად, თუ ვინაა შენი მეზობელი, და რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ეს პოლიტიკა არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, ეს არის სამეზობლო პოლიტიკა, ეს არის ხალხის, მთავრობების მიერ გაკეთებული არჩევანი საკუთარ ქვეყნებთან დაკავშირებით, ეს არ არის პოლიტიკა წინააღმდეგ, არამედ ეს არის პოლიტიკა სასარგებლოდ, კერძოდ, კავშირ-ურთიერთობების, ხალხთა კონტაქტების სასარგებლოდ" - განაცხადა ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა.

თემატურ სესიას „პარტნიორობის 10 წელი - პირველი ნაბიჯები ევროპულ გზაზე" მოდერაცია გაუწია ცნობილმა ჟურნალისტმა ნიკ გოუინგმა. მომხსენებლებს შორის იყვნენ პოლონეთის, შვედეთის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics