|
2019-07-11 10:58:56, 1231 ნახვა
პოლიტიკა
ტუსკი - საბჭოთა კავშირის დანგრევა პოზიტიური მოვლენა იყო საქართველოსთვის, ევროპის ქვეყნებისთვის და რუსეთისთვისაც კი
„მინდა, მკაფიოდ ვთქვა, საბჭოთა კავშირის კოლაფსი იყო პოზიტიური მოვლენა საქართველოს, პოლონეთისთვის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, დარწმუნებული ვარ, თვით რუსეთისთვისაც კი“, - ამის შესახებ ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმში კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ტუსკმა აღნიშნა, წელს ასევე, აღინიშნება ევროკავშირის გაფართოების მე-15 წლისთავი, რამაც დიდი შედეგი მოიტანა. „ჩემთვის პატივია მონაწილეობას ვიღებდე ამ კონფერენციაში, არაჩვეულებრივ ქალაქ ბათუმში, სადაც ჩვენ აღვნიშნავთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს. ეს ასევე მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ევროპის ისტორიაშიც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები აღინიშნება. ამან მოიტანა უფრო ფართო პერსპექტივა ჩვენს დისკურსში. ჩვენ 2019 წელს აღვნიშნავთ ევროკავშირის გაფართოების მე-15 წლისთავს, რამაც ძალიან დიდი შედეგი მოიტანა ჩემი ქვეყნისთვის - პოლონეთისთვისაც. ამავე წელს ჩვენ აღვნიშნავთ საბჭოური დომინირების კოლაფსს, რომელიც თბილისში დაიწყო დემონსტრაციებით, გაგრძელდა პოლონეთში, ჩატარდა თავისუფალი არჩევნები და ა.შ. გახსოვთ ალბათ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა 2005 წელს განაცხადა, დროა აღიაროთ, რომ საბჭოთა კავშირის კოლაფსი იყო უდიდესი შეცდომა ამ ეპოქისო. მე დღეს ძალიან ხმამაღლა მინდა განვაცხადო ამ ტრიბუნიდან, რომ საბჭოთა კავშირის კოლაფსი და დანგრევა იყო ძალიან დიდი პოზიტიური მოვლენა საქართველოსთვის, პოლონეთისთვის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის და დარწმუნებული ვარ თვით რუსეთისთვისაც კი. ეს არის ძალიან სიმბოლური დრო იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ რა გზა გავიარეთ ამ 10 წლის განმავლობაში და როგორ გავაგრძელოთ ეს გზა
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)