|
2019-07-11 10:37:03, 1082 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, მაგრამ არ შეგვიწყვეტია დემოკრატიისკენ სვლა
„მე მინდა მოგესალმოთ, პირველ რიგში, როგორც პრეზიდენტი არა როგორც პროევროპული ერის, არამედ როგორც ევროპული ერისა“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს დემოკრატიისკენ სვლა არ შეუწყეტია. „ეს არის შემობრუნების მომენტი როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვის. დადგა დრო, რომ ახალი კურსი დავიწყოთ ჩვენს ურთიერთობებში, პარტნიორობაში. მე მინდა მოგესალმოთ, პირველ რიგში, როგორც პრეზიდენტი არა როგორც პროევროპული ერის, არამედ როგორც ევროპული ერისა. მას შემდეგ, რაც 70-წლიანი საბჭოთა ბატონობის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა დამოუკიდებლობა, გავიარეთ უამრავი შიდა თუ გარე ომები, რის შედეგად 20% საქართველოს ტერიტორიისა არის ოკუპირებული, მაგრამ ჩვენ არ შეგვიწყვეტია თანდათანობით დემოკრატიისკენ სვლა, თუნდაც ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდების მანძილზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)