|
2019-07-10 17:44:55, 1205 ნახვა
პოლიტიკა
დავითაშვილი: უპასუხისმგებლო განცხადებები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მიზეზი ხდება
„2006-დან 2012 წლამდე, როდესაც ჩვენთვის დაწესებული იყო ემბარგო, რუსეთიდან საქართველოში მილიარდ დოლარზე მეტი პროდუქციის იმპორტი ხორციელდებოდა, ხოლო ჩვენი ქვეყანა არანაირ შემოსავალს არ იღებდა“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ემბარგოს მოხსნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მოიხსნა. მისივე განმარტებით, საქართველო ნახევარ მილიარდ ლარზე მეტ შემოსავალს რუსეთის ფედერაციაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გზით იღებს. „ბოლო დღეებში ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგში ერთადერთი რამ დგას - ქვეყანას შეექმნას პრობლემები, დამძიმდეს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. „ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგად, ჩვენ უკვე მივიღეთ პრობლემები ტურიზმის სექტორში, საფრთხის წინაშე დადგა აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი. ჩვენი ქვეყანა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტ შემოსავალს რუსეთის ფედერაციაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გზით იღებს. 2006-დან 2012 წლამდე, როდესაც ჩვენთვის დაწესებული იყო ემბარგო, რუსეთიდან საქართველოში მილიარდ დოლარზე მეტი პროდუქციის იმპორტი ხორციელდებოდა, ხოლო ჩვენი ქვეყანა არანაირ შემოსავალს არ იღებდა. ჩვენ შევძელით დადებითი სავაჭრო ბალანსის შექმნა. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები პრაგმატული პოლიტიკის ნაწილია და ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ჩვენ არ ვკვეთთ წითელი ხაზებს, არასოდეს საკითხი არ დამდგარა ამგვარად - ტერიტორიული მთლიანობა თუ სავაჭრო ურთიერთობები. მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგის ნაწილია. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ სრულიად ნათელია მათი სურვილი - უპასუხისმგებლო ქცევებით დააზიანონ სავაჭრო ურთიერთობები, რაც, საბოლოოდ, მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებს. დაბოლოს, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ აქტიურდა ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით. ღვინის გაყიდვები მსოფლიოს სხვა ბაზრებზე გაზრდილია ასი პროცენტით, რაც 40 მილიონამდე ბოთლს შეადგენს. მაშინ, როდესაც 2012 წელს ღვინის მთლიანი ექსპორტი 20 მილიონი იყო და აქედან დიდი ნაწილი ისევ რუსეთში შედიოდა სხვადასხვა გზით. ამავე დროს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის გამოყოფილი ბიუჯეტი მილიონი ლარიდან ეტაპობრივად 9 მილიონ ლარამდე გავზარდეთ, რამაც ქართული ღვინო მეტად ცნობადი და მოთხოვნადი გახადა პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)