|
2019-07-09 14:23:01, 1082 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: პატრიოტიზმი ქვეყნის დისკრედიტაციასა და დესტაბილიზაციაზე არ გადის
მივმართავ ძალებს, ვინც სტაბილურობას პოლიტიკური მიზნების გამო საფრთხის ქვეშ აყენებს - პატრიოტიზმი ქვეყნის დესტაბილიზაციაზე არ გადის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრეზდენტმა აღნიშნა, საპარლამენტო პლადფორმა სწორედ ის ადგილია, სადაც ადამიანების მოთხოვნები უნდა გაჟღერდეს. „პრეზიდენტი, როგორც ადამიანის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტი და დამცველი, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თავისუფლება პასუხისმგებლობისგან განუყოფელია. ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა მოითხოვს, რომ გვერდზე გადავდოთ ემოციები და პოლიტიკური გემოვნება, ვიფიქროთ და ვიზრუნოთ საზოგადოებრივ სიმშვიდესა და ქვეყნის სტაბილურობაზე. არ უნდა დავუშვათ, რომ რაღაც პროვოკაციებით გარკვეულმა ძალებმა საქართველოს დისკრედიტაცია სცადონ მის ფარგლებს გარეთ და დესტაბილიზაცია ქვეყანაში. მინდა, ყველას - შიგნით და გარეთ, მოგიწოდოთ დეესკალაციისკენ. მივმართავ იმ ძალებს, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ამ ქვეყნის სტაბილურობას, ესე იგი მის მთავარ მონაპოვარს, მის მთავარ ღირებულებას რეგიონალური და საერთაშორისო პარტნიორებისთვის, საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო საფრთხის ქვეშ აყენებს - პატრიოტიზმი ქვეყნის დისკრედიტაციასა და დესტაბილიზაციაზე არ გადის. მივმართავ მათ, ვინც პატრიოტიზმის დროშის ქვეშ, უპასუხისმგებლო ქმედებებითა და განცხადებებით აზარალებს ჩვენს მოქალაქეებს და მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას,აქ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. პატრიოტიზმი სწორედ საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვაა. მოვუწოდებ ასევე იმ ძალებს, რომლებსაც პატრიოტული ლოზუნგებით საზოგადოებაში დაძაბულობა და დაპირისპირება შეაქვთ ყველას შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო პლადფორმა დიალგის და თქვენივე მოთხოვნების საფუძველზეა შექმნილი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)