|
2019-07-08 20:49:44, 1168 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი: ნებისმიერი დესტაბილიზაცია მხოლოდ მტრის ინტერესშია და ამ სიამოვნებას ნუ მივანიჭებთ
„ყველანი ვხვდებით, რომ ეს აქციები შეიძლება გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებაში“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორ ჩუგოშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ყველამ. მისივე განმარტებით, შსს ყველაფერს გააკეთებს, რომ აღკვეთოს ძალისმიერი ქმედებები მომიტინგეთა მხრიდან. „დილიდან ვაკვირდებით მოვლენებს პარლამენტის შენობის წინ. ვაკვირდებით ორ სხვადასხვა აქციას და მათი ორგანიზატორების განცხადებებს. ყველანი ვხვდებით, რომ ეს აქციები შეიძლება გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებაში. ამ სიტუაციაში აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს ევალებათ ყველა ზომას მიმართონ, რათა თავიდან ავიცილოთ ფიზიკური დაპირისპირება. ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს არ მოხდეს ესკალაცია, პატრულის უფროსმა თხოვნით მიმართა, რომ არ მომხდარიყო აქციის მონაწილეების დაძვრა პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიიდან. თუმცა ასევე პირდაპირ ეთერში ვხედავთ, რომ პუშკინის სკვერში მიმდინარე აქციის მონაწილეებს წინ მოუძღვოდნენ პოლიტიკოსები. მინდა მივმართო მათ, რომ გააცნობიერონ რამხელა პასუხისმგებლობაა აქციის გამართვა და ხალხის ორგანიზება, როცა დაპირისპირების რისკი ასეთი მაღალია. პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ყველამ! შსს ყველაფერს გააკეთებს, რომ აღკვეთოს ძალისმიერი ქმედებები მომიტინგეთა მხრიდან, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ეს უპირველეს ყოვლისა ორგანიზატორების და აქციის მონაწილეების პასუხისმგებლობაა. ყველამ ცოტა უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე. ნებისმიერი დესტაბილიზაცია მხოლოდ მტრის ინტერესშია და ამ სიამოვნებას მტერს ნუ მივანიჭებთ“, - წერს თამარ ჩუგოშვილი.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)