16:53 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-08 16:00:28, 1339 ნახვა

პოლიტიკა
პუტინის პარტია, საქართველოდან ღვინისა და წყლის შეტანის აკრძალვის, ასევე ფულადი გზავნილების შეწყვეტის საკითხის დაყენებას აპირებს

რუსეთის დუმის ფრაქცია „ედინაია რასია“ დღეს აპირებს დააყენოს საკითხი საქართველოდან ღვინისა და წყლის შეტანაზე აკრძალვასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ და დუმის ვიცე-სპიკერმა სერგეი ნევეროვმა განაცხადა. ინფორმაციას Tass ავრცელებს.

ამასთან, ნევეროვის განცხადებით, დუმაში დააყენებენ საკითხს, რომელიც საქართველოში ფულადი გზავნილების შეწყვეტას შეეხება. 

„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში, ისევ რუსოფობიული განწყობებია, რაც რუსეთის მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის. ვხედავთ, ზოგიერთი ელემენტი როგორ ესხმის თავს ჩვენ ტურისტებს, აჩერებენ მათ და „გეორგიევსკის ლენტებს“ ახევენ. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, მივიჩნევთ, რომ მსგავსი ქმედებები დაუშვებელია. დღეს, სახელმწიფო დუმის საბჭოზე დავაყენებთ საკითხს საქართველოდან ღვინის და წყლის შემოტანისა, აგრეთვე საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვის შესახებ“ , - განაცხადა სერგეი ნევეროვმა.

რუსი დეპუტატის განმარტებით, ეს ზომები საჭიროა იმასთვის, რომ იმ არამეგობრულ ქმედებებს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეთა მიმართ ხდება, ადეკვატური შეფასება მიეცეს.

"მგონია, რომ კოლეგები სხვა ფრაქციებიდან ჩვენს ინიციტივას მხარს დაუჭერენ", - დასძინა მან. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics