18:37 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-25 19:01:06, 5547 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში, ე.წ. კანონიერი ქურდი „ლავასოღლი“ დააკავეს

თურქეთში,  ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი" დააკავეს, - ამის შესახებ Anadolu იუწყება.

მედია საშალების ინფორმაციით, "ლავასოღლი" ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა და მისი დაკავება ტრაპზონში,  სპეციალური რეიდის ფარგლებში მოხდა.

მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა ავტომობილი გააჩერეს, რომელშიც მინდა გორაძე აღმოჩნდა. მათ ადგილზე არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიც იპოვეს.

ლავასოღლის დაკავებას ფაქტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. 

"თურქეთის და ქართული მხარის ერთობლივი მუშაობით დაკავებულია მ.გ.", - აცხადებენ უწყებაში. 

შეგახსენებთ, რომ 36 წლის მინდია გორაძეს ქურდული სამყაროს წევრობა ედება ბრალად. მიმდინარე წლის 21 ივლისს ქუთაისის სასამართლომ ბრალდებულ მინდია გორაძეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics