19:39 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-24 17:36:44, 290 ნახვა

პოლიტიკა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება

კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება - ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ, წარმოუდგენელი საკითხია, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა,

მისი თქმით, პროკურატურას არასდროს დაუხევია უკან თანამდებობის პირისა და ავტორიტეტული ადამიანის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, ყოველთვის შესაბამისი რეაგირება მოუხდენიათ და მომავალშიც ასე აპირებენ, რომ გააგრძელონ, რადგან კორუფციასთან ბრძოლა პროკურატურისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

“სისტემური კორუფცია არ არის ის, რა საქმეებსაც ჩვენ ვიძიებთ - ეს არ ნიშნავს სისტემურ კორუფციას. კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება - ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ, წარმოუდგენელი საკითხია. სისტემური კორუფცია ნიშნავს, როცა დავალებული აქვს ხელმძღვანელს და ჩაშლილია, რომ ყველამ რაღაც უნდა გააფუჭოს. ჩვენს მიერ გამოძიებული საქმეებისა და იმ შედეგების ხელშესახები შედეგების მიხედვით ჩანს, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს ინდივიდუალური და კონკრეტული დანაშაულები. აქედან გამომდინარე, ეს არ არის სისტემური დანაშაული. დანაშაული არის, იყო და იქნება. ჩვენც პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები კოორდინირებულად ხელჩაკიდებულები ვმუშაობთ და კიდევ ვიმუშავებთ იმისათვის, რომ კორუფცია გამოვავლინოთ და დავსაჯოთ კორუფციაში მხილებული ყველა პირი. ეს არის ჩვენი საქმიანობა და პრიორიტეტული საკითხი პროკურატურისათვის და ჩვენი სამუშაო პოლიტიკით განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტი.

თანამდებობის პირისა თუ ავტორიტეტული ადამიანის მიერ ჩადენილ დანაშაულზე უკან არ დაგვიხევია და არც ვაპირებთ, რომ უკან დავიხიოთ. სადაც დანაშაული იქნება და სადაც შევძლებთ, რომ მტკიცებულება მოვიპოვოთ, ყველაზე გვექნება რეაგირება“, - განაცხადა გვარაკიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics