|
2017-06-15 10:42:23, 1500 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით იაპონელი ღვინის იმპორტიორების ჯგუფი ეწვია
იაპონელი ღვინის იმპორტიორების ჯგუფი, ღვინის მაგისტრის კენიჩი ოჰაშის ხელმძღვანელობით, საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით ეწვია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფის შემადგენლობაშია ასევე ცნობილი იაპონელი სომელიე მოტოჰირო ოკოში. ვიზიტის მიზანი ქართული ღვინის ადგილზე გაცნობა და შემდგომში იაპონელი მომხმარებლისთვის შეთავაზებაა. კენიჩი ოჰაში ერთი თვის წინ სტუმრობდა საქართველოს და სწორედ მაშინდელი ვიზიტის შედეგად გადაწყვიტა, რომ საქართველოში უკვე იმპორტიორების ჯგუფთან ერთად ჩამოსულიყო. სტუმრები ქართლსა და კახეთში 20-მდე ღვინის კომპანიას ეწვივნენ, სადაც სხვადასხვა სტილის ღვინოები დააგემოვნეს. იაპონელ პროფესიონალებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება კლასიკურ ღვინოებთან ერთად, ქვევრის ღვინომ მოახდინა. როგორც იაპონელი იმპორტიორი, ტაკაკო ოსავა აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის ბაზარზე უხვადაა იტალიური, ესპანური და სხვა ქვეყნების ღვინოები, მსგავსი ვიზიტების შედეგად, ქართული ღვინო იაპონური ბაზრისთვის საინტერესო გახდება. „ქართული ღვინით აღფრთოვანებული ვარ. იაპონურ ბაზარზე არის ზოგიერთი ქართული ღვინო, რომლებიც უნიკალურია და სწორედ ამიტომ მომინდა ჩამოვსულიყავი საქართველოში და მენახა რა ხდება აქ ღვინის სფეროში. აქ ღვინის დიდი მრავალფეროვნებაა, ჩვენ ძალიან ცოტა ვიცოდით ამ ყველაფრის შესახებ. ქართული ღვინის ხარისხი ძალიან მაღალია, ფასი კი არც ისეთი ძვირია, ხელმისაწვდომია. ჩვენ გავსინჯეთ ევროპული სტილის ქართული ღვინოები და ტრადიციული ღვინოები. იმდენი განსხვავებული კატეგორიის ღვინოა და ყველა მათგანის ხარისხი მაღალი, ფასი კი მიმზიდველია იაპონური ბაზრისა და მომხმარებლისთვის." - განაცხადა ტაკაკო ოსავამ. ტურის ფარგლებში სტუმრები შემდეგ ღვინის საწარმოებს მოინახულებენ: „თბილღვინო", „შატო მუხრანი", „ლაგვინარი", „გიუაანი", „მარანული", „ფაფრის ველი", „კარდენახის ღვინის მარანი", „კახური ღვინის მარანი", „თელავის ღვინის მარანი", „კახური", „ორგო", „შუხმანის ვაინს ჯორჯია", „მეღვინეობა ხარება", „შუმი", „ალავერდის მონასტერი", „ვაზიანი კომპანი", „საწნახელი", „შალაური", „კახური ტრადიციული მეღვინეობა", „ბადაგონი", „გოცას ღვინოები", ასევე ესტუმრნენ მექვევრე ზაზა კბილაშვილს. კენიჩი ოჰაში ერთადერთი ღვინის მაგისტრია იაპონიაში და იგი სააგენტოს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანია „Red Bridge"-ს წარმოადგენს, რომელიც 2017 წელს ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიას ახორციელებს იაპონიაში. (NS)
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)