2026-07-08 09:48:08, 266 ნახვა
რეგიონი
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე თეკირდაგის პროვინციაში, სატვირთო მანქანისგან მისაბმელის მოწყვეტის შემდეგ ჯაჭვური ავარია მოხდა. სამი ადამიანი დაიღუპა. მაგისტრალი ამჟამად დაკეტილია და ინციდენტის გარემოებების გამოძიება დაიწყო.
კიდევ ერთი ავარია მოხდა ჩრდილო-დასავლეთ კიდევ ერთ პროვინციაში, ბოლუში. სამგზავრო ავტობუსი ბარიერს და საგზაო ნიშანს შეეჯახა მას შემდეგ, რაც მძღოლმა კონტროლი დაკარგა. ავარიის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ხუთი მძიმე მდგომარეობაშია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,