|
2017-05-16 14:06:15, 1920 ნახვა
საზოგადოება
ბათუმი ცენტრალში ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა
ბათუმი ცენტრალში ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, სულხან ღლონტთან ერთად გახსნა. დღეიდან, ბათუმში მატარებლით ჩამოსულ ტურისტებს საინფორმაციო ცენტრი მოემსახურება. ცენტრის თანამშრომლები რეგიონის სტუმრებს არსებული ტურისტული ადგილებისა და ღირშესანიშნაობების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან და კონკრეტული ტურების დაგეგმვაში დაეხმარებიან. ,,ტურიზმის განვითარება ჩვენი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ჩვენ მაქსიმალურად ვემზადებით ტურისტული სეზონისთვის. დღეს ბათუმის რკინიგზის სადგურში მე-9 სერვის ცენტრი გაიხსნა. ეს კი მეტ ინფორმირებულ და კმაყოფილ ტურისტს ნიშნავს. სწორედ ბათუმის რკინიგზის სადგურიდან არის შესაძლებელი დაიგეგმოს ტურები მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით ტურისტულად მიმზიდველ ისტორიულ ადგილებში. აჭარაში აქტიურად ვითარდება სოფლად ტურზმი, აგრარული ტურიზმი. ასევე აღსანიშნავია ქალაქი ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, ჩვენი ულამაზესი სანაპირო, დელფინარიუმი. ვფიქრობ, ბათუმი მზად არის ტურისტული სეზონისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ტურიზმის დეპარტამენტს. სწორედ მათი ჩართულობით მივაღწევთ ძალიან ბევრ წარმატებას",-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. აჭარის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა ზრდა ყოველწლიურად ფიქსირდება. 2017 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, აღნიშნული ცენტრები 8 752 ვიზიტორს მოემსახურა, რაც 13,1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. 2016 წელს საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების მომსახურებით 86 684-მა ვიზიტორმა ისარგებლა, რაც 94%-ით აღემატება 2015 წელს. ბათუმი ცენტრალში ახალი, მე-9 საინფრომაციო ცენტრის გახსნა ხელს შეუწყობს რეგიონით დაინტერესებული ვიზიტორების რაოდენობისა და ტურისტთა მომსახურების ხარისხის გაზრდას. (NS)
სარაკეტო დარტყმების შემდეგ ბელგოროდში კვლავ გაითიშა ელექტროენერგია, წყლისა და გაზის მიწოდება შეწყდა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)