09:55 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 13:40:53, 2264 ნახვა

საზოგადოება
ლაშა თორდია: ვფიქრობ, რომ მოწმეებზე ზეწოლა განხორციელდება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს.

როგორც თორდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის პროკურატურას უნდობლობას უცხადებს.

"ვფიქრობ, რომ მოწმეებზე ზეწოლა განხორციელდება და იმ ადამიანების დამუშავება მოხდება, რომლებიც მომხდარ ფაქტს დაესწრნენ. რაც შეეხება გამომძიებლების შეკითხვებს,  მათ სახლში მივიღებ და გავცემ ყველა კითხვაზე პასუხს", - აღნიშნა ლაშა თორდიამ.

მისივე თქმით, აბსურდულია მის მიმართ წაყენებული ბრალდებები,  თითქოს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ჩხუბის დაწყებას ცდილობდა. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას 12 მაისს თავს დაესხნენ. ლაშა თორდიას განცხადებით მას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა. მისივე თქმით, თავდასხმა პირადი ანგარიშსწორების მიზნით განხორციელდა და მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. ლაშა თორდიას საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარაკეტო დარტყმების შემდეგ ბელგოროდში კვლავ გაითიშა ელექტროენერგია, წყლისა და გაზის მიწოდება შეწყდა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics