|
2017-05-10 10:35:40, 1953 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი სენატორ ბობ კორკერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ბობ კორკერს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სენატორმა ბობ კორკერმა, კომიტეტის სახელით, დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის დახმარებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საუბარი შეეხო საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. ითქვა, რომ ქვეყანა წარმატებით უმკლავდება რეგიონალურ გამოწვევებს და ინარჩუნებს სტაბილური, დემოკრატიული ქვეყნის სტატუსს. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა სენატორ ბობ კორკერს, როგორც საქართველოს მეგობარს და გულშემატკივარს, სხვადასხვა დროს მის მიერ გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებების გამო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)