|
2017-05-05 14:16:08, 1558 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს შსს-ს აკადემია AEPC-ს მმართველი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მუდმივმოქმედ წევრად აირჩიეს
შსს-ს აკადემიაში, ევროპის პოლიციის კოლეჯების ასოციაციის (AEPC) ყოველწლიური კონფერენციის - "მიგრაციის მომავალი - მასთან დაკავშირებული გამოწვევები და რეაგირების გზები" ფარგლებში, ასოციაციის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველი საბჭოს წევრებმა, კენჭისყრის შედეგად, სამი კანდიდატი ქვეყნიდან - ჩეხეთი, უნგრეთი და საქართველო, აღმასრულებელი კომიტეტის მუდმივმოქმედ წევრად, ხმათა უმრავლესობით, საქართველოს შსს-ს აკადემია აირჩიეს. ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის (AEPC) ვიცე-პრეზიდენტი კი უნგრეთის საჯარო სამსახურის ეროვნული უნივერსიტეტის პრორექტორი, გაბორ კოვაჩი გახდა. ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის (AEPC) მმართველი საბჭოს სხდომას 19 ქვეყნის, მათ შორის, ევროკავშირის 12 წევრი ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურების სასწავლო ცენტრების და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის 50-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)