|
2017-05-04 19:46:04, 2020 ნახვა
საზოგადოება
კადეტების საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალი აკადემიური წლისთვის ემზადება. ამ მიზნით ლიცეუმის წარმომადგენლები სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ. დღეს, ლიცეუმის დირექტორის მოადგილე და კადეტები ქალაქ მცხეთის მე-2 საჯარო სკოლას ესტუმრნენ. კადეტებმა სკოლის მოსწავლეებს ლიცეუმის ისტორიის, ამოცანის, მიღების პირობების, ასევე, სასწავლო პროცესისა და დღის განრიგის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეები ფიზიკური მომზადების, სწავლის პროცესისა და დღის განრიგის სპეციფიკით დაინტერესდნენ. გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელობამ და კადეტებმა მსგვსი ტიპის შეხვედრები გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და იმერეთის რეგიონში უკვე გამართეს. უახლოეს მომავალში ისინი კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო- ზემო სვანეთის სკოლის მოსწავლეებს შეხვდებიან. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)