21:52 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 18:18:15, 1540 ნახვა

საზოგადოება
ზესტაფონის №19ა-ში კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები გრძელდება

ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის №19ა-ში კორპუსის დაზიანებული ნაწილის გამაგრება გრძელდება. გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით 10 დღეში დასრულდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საცხოვრებელი შენობის მდგომარეობას მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

მათივე ცნობით, თექვსმეტსართულიანი კორპუსის სვეტზე ბზარები გუშინ გაჩნდა, რის გამოც შენობის გამაგრებითი სამუშაოების დაწყება გახდა საჭირო.

გუშინვე განხორციელდა ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია. ოჯახები, რომლებსაც ალტერნატიული საცხოვრებელი არ აქვთ, დროებითიფართით გამგეობამ უზრუნველყო და სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილა.

მოსახლეობა საკუთარ ბინებში დაბრუნებას კორპუსის დაზიანებული კოლონის შეკეთების შემდეგ შეძლებს.

თბილისის მერიის მუნიციპალური ლაბორატორიის პირველადი დასკვნის მიხედვით, კორპუსისმდგომარეობა მე-3 კატეგორიის ავარიულობით შეფასდა.

შენობის ფრაგმენტის დაზიანების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. რამდენიმე დღეში დაიწყება კორპუსის მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლა. ზესტაფონის №19ა-ში გამაგრებით სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აწარმოებს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics