20:43 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-30 10:52:34, 1824 ნახვა

საზოგადოება
საგარეჯოში დაკარგული არასრულწლოვანი იპოვეს

საგარეჯოში დაკარგული არასრულწლოვანი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოზარდი სამართალდამცავებმა დედოფლის წყაროს სოფელ ზემო ქედში, მამის საცხოვრებელ სახლში წუხელ ნახეს.

მოზარდი  რაიონულ პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

არასრულწლოვანის ოჯახის წევრების თქმით, ფერმის მეპატრონემ მოზარდი სამუშაოდ მათი ნებართვის გარეშე წაიყვანა.

მეზობლების განცხადებით, მშობლებისთვის ამ ფაქტის შესახებ ცნობილი იყო, ადგილსამყოფელის შესახებაც ფლობდნენ ინფორმაციას, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დაუმალეს.

მათი თქმით, ახალგაზრდამ ფერმიდან ცხენი და სხვადასხვა ნივთები მოიპარა და მეზობელ სოფელში მამასთან გადავიდა.

ფერმის მეპატრონის განცხადების საფუძველზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

ნივთმტკიცებად ნაპოვნია ორი ცხენი. 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics