15:54 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-23 12:32:15, 1879 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს ძიუდოს კლუბის სპორტსმენები ევროპის ჩემპიონები გახდნენ

2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ინდივიდუალური შეჯიბრება ძიუდოში, ქალაქ ვარშავაში საქართველოს ჰიმნით დაიხურა.

შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრებმა - გურამ თუშიშვილმა და ადამ ოქრუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე უძლიერესი ძიუდოისტების ტიტული მოიპოვეს. წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ქართველი სპორტსმენები ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ. გურამ თუშიშვილი - ოქროს, ხოლო ადამ ოქრუაშვილი - ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის სპორტსმენები, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების სახელით, ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ პირველობაზეც იასპარეზებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბი „მებრძოლი“ 2014 წლის მაისში, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით დაარსდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ქართული სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას. შსს-ს სპორტული კლუბების წევრები მსოფლიო ჩემპიონატების და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის პრიზიორები არიან",-აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics