17:41 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 10:29:29, 1845 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე "ვიშეგრადის ოთხეულისა" და  "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს, რომელიც 2017 წლის 12 აპრილს ქ. ვარშავაში იმართება.

შეხვედრაში ვიშეგრადის ოთხეულის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.

„ვიშეგრადის ოთხეულის" და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე წელიწადში ერთხელ იმართება, ვიშეგრადის ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყნის ორგანიზებით. აღნიშნული შეხვედრები ტარდება „ვიშეგრადის ოთხეულის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის" ფარგლებში (V4+EaP), რომელიც 2011 წელს იქნა ინიცირებული ვიშეგრადის ჯგუფის მთავრობების მიერ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებთან თანამშრომლობის გასააქტიურებლად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics