04:04 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-09 18:26:41, 2141 ნახვა

საზოგადოება
ეგვიპტეში საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

ეგვიპტეში საქართველოს მოქალაქეებისათვის ცხელი ხაზი მოქმედებს.

ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს ეგვიპტეში საქართველოს კონსულის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჩხიკვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ცხელ ხაზზე ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ შესულა.

"საელჩო საქმის კურსშია და ამ საკითხზე მუშაობს.  ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ შემოსულა", - განაცხადა გიორგი ჩხიკვაძემ.

ცნობისთვის, დღეს დილით ქალაქ ტანტაში მდებარე  კოპტურ ეკლესიაში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობა 70-ს აჭარბებს.

​ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +2010 110 888 44

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics