01:15 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-06 17:59:29, 1601 ნახვა

საზოგადოება
ნატოს დღეების ფარგლებში, მასწავლებლებისთვის ორდღიანი სემინარი გაიმართა

ნატოს დღეების ფარგლებში, მასწავლებლებისთვის ორდღიანი სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ იმართება.

სემინარი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა  ქეთევან ციხელაშვილმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ და ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილმა  გახსნეს.

მონაწილეები ორი დღის განმავლობაში  მიიღებენ ინფორმაციას ნატოს მიზნებისა და ამოცანების, კავკასიაში ნატოს როლის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა  და სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის შესახებ.

პროექტი მასწავლებლებისთვის მეოთხე წელია ხორციელდება და ის მოიცავს ორდღიან სემინართა ციკლს როგორც თბილისელი, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონების პედაგოგებისთვის. პროექტს 500-მდე ბენეფიციარი ჰყავს. ამჯერად სემინარში მონაწილეობენ მასწავლებლები  საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან და თბილისიდან.

პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით იმართება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics