01:16 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-05 14:43:09, 1633 ნახვა

საზოგადოება
მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - გარემოვაჭრეები ვაჭრობის ნებართვის მიღებას ითხოვენ

გარემოვაწრეები თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ. 

აქციის მონაწილეები, გარევაჭრობის ნებართვის მიღებას ითხოვენ. მათივე თქმით, ისინი მზად არიან, გარევაჭრობის ყველა წესი დაიცვან, მისი დადგენის შემთხვევაში.

აქციას "დემოკრატიული ინსტიტუტის" წარმომადგენელი და უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ესწრება. ჩხარტიშვილის თქმით, კანონი არ კრძალავს გარევაჭრობას, არამედ კრძალავს უნებართვო ვაჭრობას, ხოლო ნებართვის გაცემის წესი არ არსებობს.

გარემოვაჭრეების განმარტებით, მერიიმ ისინი არ გააფრთხილა, რომ მათ აყრას აპირებდნენ. ამასთან, აქციის მონაწილეები ზედამხედველობის სამსახურს არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. 

ლაშა ჩხარტიშვილი გარევაჭრობის რეგულირების შესახებ კანონის დამტკიცებას ითხოვს, რომელიც 2004 წელს წინა მოწვევის პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. 

ამასთან, აქციის მონაწილეები ომბუდსმენის უჩა ნანუაშვილის სახელზე განცხადების შეტანას გეგმავენ, რათა მასთან შეხვედრა შეძლონ. 

გარემოვაჭრეებმა ახალი აქცია დააანონსეს, რომელიც პარასკევს პარლამენტის წინ იგეგმება. ასევე, აქცია 11 აპრილს საკრებულოს წინ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 11 აპრილს თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics