11:08 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 19:25:26, 1848 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: საქართველოში ნატო-ს მხარდაჭერისა და ღირებულებების ირგვლივ გაერთიანება უკვე ურყევი ტრადიციაა

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ნატო-ს მხარდაჭერისა და ღირებულებების ირგვლივ გაერთიანება საქართველოში უკვე ურყევი ტრადიციაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც პრეზიდენტმა ნატო-ს დღეები 2017-ის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ქართველი ჯარისკაცები სტაბილურობისა და სიმშვიდისთვის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იბრძვიან. 

გიორგი მარგველაშვილმა ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა. მან ასევე, მადლობა გადაუხადა ოჯახებს, რომლებიც თავიანთ შვილებს ამ ბრძოლაში აგზავნიან.

ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება და დაცულობა არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის და საქართველოსთვის, არამედ გლობალურად.

"რათა თანამშრომლობა რეგიონული აზიასა და ევროპის შორის იყოს უსაფრთხო და პერსპექტიული", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
500-ზე მეტმა უკრაინულმა დრონმა რუსეთის 20 რეგიონს შეუტია
ყირიმში ელექტროენერგიის გათიშვა უკრაინის თავდასხმის შემდეგ მოხდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics