|
2017-03-28 14:16:51, 1523 ნახვა
საზოგადოება
„დელტა“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის უსაფრთხო მუშაობის მიზნით, საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს
სსიპ სსსტც „დელტას“ მიერ კახეთში დამონტაჟებული სეტყვის საწინაღმდეგო სისტემის მაქსიმალურად უსაფრთხო მუშაობის მიზნით კახეთში საინფორმაციო კამპანია გრძელდება. ამჯერად "დელტა"-ს თანამშრომლები ახმეტის რაიონში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან და აცნობენ საჭირო ინფორმაციას სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობის პერიოდში აუცილებლად დასაცავი უსაფრთხოების ზომების შესახებ. სკოლებში და ბაღებში, პედაგოგების საყურადღებოდ საინფორმაციო ფლაერები რიგდება. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მასალებს გადასცემენ ბაზარში მოვაჭრე გლეხებსა და ფერმერებს. ახმეტაში და კახეთის სხვა რაიონებში ფლაერებს ავრცელებენ პრესის სადისტრიბუციო ჯიხურებში - ყველა გაყიდულ გაზეთს მოვაჭრე თან ურთავს "დელტა"-ს ფლაერს. მიმდინარე კვირაში აღნიშნული საინფორმაციო კამპანია ახმეტის, თელავის, გურჯაანის და ლაგოდეხის რაიონებში ჩატარდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)