19:34 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 14:02:25, 1420 ნახვა

საზოგადოება
ვაკის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამით 104 პროექტი დააფინანსა

ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას და სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო პროექტების დაფინანსებას განაგრძობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რაიონის მასშტაბით კიდევ 63 განსახორციელებელი პროექტი დაფინანსდა.

კერძოდ: 23 ლიფტის განახლება, წყალ-კანალიზაციის რეაბილიტაცია - 12 მისამართზე, 7 სახურავის შეკეთება, 7 საერთო სარგებლობის კიბის განახლება, 2 სენსორული განათების დამონტაჟება, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია - 6 მისამართზე, 2 საცხოვრებელი სახლის გამაგრება და 3 მისამართზე წყალსაწრეტი მილების დამონტაჟება.

მიმდინარე სამუშაოების გარდა წელს კიდევ 41 თანადაფინანსებული პროექტი განხორციელდა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics