05:53 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 11:26:16, 1812 ნახვა

პოლიტიკა
მარია გაბრიელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ეხმაურება

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელი მარია გაბრიელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას „ტვიტერზე“ ეხმაურება.

„დღეიდან, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, ევროკავშირის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტების დროს, უვიზოდ იმოგზაურონ“, - წერს მარია გაბრიელი.

დღეიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა.

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანას, ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანას და შენგენის კანდიდატ 4 ქვეყანას მოიცავს.

რაც შეეხება შენგენის ზონაში დარჩენის ხანგრძლივობას - უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები. უფრო კონკრეტულად კი, მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ. 

უვიზო მოგზაურობა ევროკავშირში - ვადები, წესები და შეზღუდვები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics