|
2017-03-27 14:11:14, 1493 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. საკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით „ქართული ოცნების“ კანდიდატ ნატალია შეროზიას დაუჭირეს მხარი. ახალ თავმჯდომარე პროფესიით ექიმია, თუმცა ბოლო პერიოდში ის ადგილობრივ თვითმმართველობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ამასთან, შეროზია ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა. შეროზიას კანდიდატურას მხარს არ უჭერდა „ნაციონალური მოძრაობა“. უმცირესობის დეპუტატები აცხადებდნენ, რომ სხდომაზე ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ვერ ჩამოაყალიბა. ცნობისთვის, ახალი თავმჯდომარის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილმა თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ ქალაქ ზუგდიდს მაჟორიტარად იყარა კენჭი და გაიმარჯვა. შეროზიას არჩევამდე თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი თოდუა ასრულებდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)