|
2017-03-25 11:34:08, 1410 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მედიათეკების გაერთიანება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს უმასპინძლებს
25 მარტს, 17:00 საათზე, ვაკის მედიათეკა იწვევს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს და მართავს ღონისძიებას, რომელზეც „ჩვენი თეატრის“ მსახიობები გამართავენ მუსიკალურ წარმოდგენას „ჩვენი ბენდი“. ასევე, მოეწყობა ფოტოსესია ფერადი წინდებით, რომელიც დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის სიმბოლოა. ღონისძიება, რომელსაც დაესწრებიან საბავშვო პროექტ „მედიათეკელის“ მონაწილეები, ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას თანატოლებსა და საზოგადოებაში. „ჩვენი ხმა საზოგადოებაში“ ეს არის დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის წლევანდელი გზავნილი. „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციამ“ 15-21მარტს გამართა კვირეული, რომლის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიება გაიმართა. ამასთან დაკავშირებით, 25 მარტს, შაბათს, პროექტის გაკვეთილების დრო შეიცვალა და 13:00 საათის ნაცვლად, დაიწყება 15:00 საათზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)