15:14 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-24 18:23:55, 1315 ნახვა

საზოგადოება
სასამართლომ ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულ ნოვრაზ ალიევს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ეჭვიანობის ნიადაგზე, ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულ ნოვრაზ ალიევს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნოვრაზ ალიევი დამნაშავედ სცნო მისი მეუღლის - კიუნაი ისაევას განზრახ მკვლელობაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-108-ე მუხლით. 

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2016 წლის 12 ივლისს, დაახლოებით23:20 საათზე, ქ.თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, აჭარის ქუჩა N1–ში, ნოვრაზ ალიევმა ეჭვიანობის ნიადაგზე,შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს - კიუნაი ისაევას დანით ჭრილობა მიაყენა ყელისარეში, რის შემდეგაც იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო კიუნაი ისაევა მიღებული დაზიანების შედეგადსაავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ნოვრაზ ალიევი იმავე ღამეს თბილისი-რუსთავის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11'-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ) წარედგინა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ნოვრაზ ალიევი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - წერია განცხადებაში.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგში სამიზნეები დაბომბა
ბათუმში უვადო პატიმრობა მიუსაჯეს არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს
მიხაელ როთი ყაველაშვილის ირანში ჩასვლაზე – სირცხვილი! საწყალი საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics