05:29 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 21:04:44, 1544 ნახვა

საზოგადოება
საბავშვო ევროვიზია თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 26 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

მათი ცნობით, ამჟამად საქართველოში იმყოფება საბავშვო ევროვიზიის კონკურსის საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლების წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული. ჯგუფი სამუშაო შეხვედრებს მართავს 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების საკითხებთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, 2016 წელს საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული მესამედ გახდა და საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. ამ დრომდე მსგავსი შედეგი არცერთ ქვეყანას ჰქონია. კონკურსში მარიამ მამადაშვილმა გამარჯვება 239 ქულით მოიპოვა, რის შემდეგაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის მაუწყებელთა კავშირისგან მიიღო შეთავაზება 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics