23:12 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 23:34:19, 1772 ნახვა

პოლიტიკა
ხმალაძე საკონსტიტუციო კომისიას სასამართლო ხელისუფლების ფორმირებასთან დაკავშირებით რამდენიმე წინადადებას შესთავაზებს

ვახტანგ ხმალაძე საკონსტიტუციო კომისიას სასამართლო ხელისუფლების ფორმირებასთან დაკავშირებით რამდენიმე წინადადებას შესთავაზებს, ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, ეს ეხება უფლებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლოს განიხილოს საერთო სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის საკითხი, თუ იქ საქმე ეხება არაკონსტიტუციური ნორმის გამოყენებას, ან კონსტიტუციის შეუსაბამო, არასწორ ინტერპრეტირებას კანონის ნორმისა.

​"იქ დადგება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდის საკითხი. მე ვფიქრობ, რომ დავსვა საკითხი მოსამართლეთა კარიერული წინსვლისა, რაც გულისხმობს იმას, რომ სააპელაციო სასამართლოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ის პირი, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლედ მუშაობდა სულ ცოტა სამი ან ოთხი წლის განმავლობაში. მე ვფიქრობ, ასევე უნდა დადგეს უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევის საკითხიც. რამდენად იქნება გაზიარებული, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესების წესებზე და კრიტერიუმებზე იქნება მსჯელობა“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics