|
2017-03-01 09:03:04, 1585 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციას ევროპარლამენტში ხელი დღეს მოეწერება
საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონია ევროპარლამენტში დღეს გაიმართება. ცერემონია 14:00 საათზე გაიმართება და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. ღონისძიების შემდეგ, პრემიერი ევროპარლამენტის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანისთან გამართავს შეხვედრას. შეგახსენებთ, საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროსაბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა. განახლებული რეგულაცია ოფიციალურ ჟურნალში რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გაემგზავრონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას 2 თებერვალს, პლენარულ სხდომაზე დაუჭირა მხარი. 553 ევროპარლამენტარი უვიზო მიმოსვლის დაწესების მომხრე იყო, ხოლო 66 წინააღმდეგი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)