|
2017-02-15 15:50:13, 1442 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძის შეფასებით, საპატრიარქოს დაფინანსების საკითხი მეტად გამჭვირვალე უნდა იყოს
,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს დაფინანსების საკითხში მეტი გამჭვირვალობა უნდა მოხდეს. კაპანაძის შეფასებით, სწორედ გამჭვირვალობა, სიცხადის შეტანა, შეიძლება იყოს გამოსავალი იმ პირობებში, როცა „ხელისუფლება მოწოდებით არაეფექტურია და კორუფციული ინტერესები გაჩნია“. ,,მიმაჩნია, რომ აუცილებლობას წარმოადგენს მეტი გამჭვირვალეობა მოხდეს. დღეს არსებული არატრანსფარანტული სისტემა დაფინანსების და ქონების გადაცემის გაუმჭვირვალობა, რომელიც არსებობს დღეს ამ სისტემაში ქმნის იმ პრობლემებს, რომელიც დღეს სახეზე გვაქვს. ქმნის კიდევ ერთ პრობლემას, რომელიც ცალსახაა - ერთმანეთის საქმეებში ჩარევა ხელისუფლების და ეკლესიის მხრიდან. ამ ქონებრივ ტრანზაქციებს ემატება ინტერესთა გადაჯაჭვულობა, რომელიც იწვევს კორუფციულ გარიგებებს. როდესაც მსგავსი პროცესი მიდის, ჩნდება უფრო ფუნდამენტური საფრთხე იმისა, რომ აღარ იყოს გამიჯნული ეს ორი ხელისუფლება ერთმანეთისგან, რაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი, ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპია. გამჭვირვალობა, მეტი სიცხადის შეტანა შეიძლება იყოს გამოსავალი. იმ პირობებში, როცა ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არის მოწოდებით არაეფექტური, რომელსაც გააჩნია ასევე კორუფციული ინტერესები, ესეთი არატრანსფარანტული სისტემა მათ აწყობთ ძალიან და ხელს ითბობენ,’’- აცხადებს სერგი კაპანაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)