|
2017-02-11 12:31:26, 1391 ნახვა
პოლიტიკა
აზერბაიჯანისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრები უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამუშაო ვიზიტი ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგა ფიქრატ მამადოვთან შეხვედრით დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი ბაქოს აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრის მიწვევით ესტუმრა, რათა ღია მმართველობის კუთხით გატარებული რეფორმების შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. აზერბაიჯანის რესპუბლიკას „ღია მმართველობის პარტნიორობის" წევრობა 2016 წლის მაისიდან შეჩერებული აქვს. საქართველოსთვის, როგორც „OGP"-ის თანათავმჯდომარე ქვეყნისთვის, რომელიც მიმდინარე წელს ამ პარტნიორობის თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან გადაიბარებს, მეტად მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანმა − საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა და მეზობელმა ქვეყანამ − „ღია მმართველობის პარტნიორობის" სრულფასოვანი წევრის სტატუსი აღიდგინოს. აზერბაიჯანისათვის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილება შარშან კეიპტაუნში იქნა მიღებული და საქართველომ, როგორც მმართველი კომიტეტის წევრმა, ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა. შეხვედრაზე თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოცემული გადაწყვეტილება შეიცვალოს და „ღია მმართველობის პარტნიორობაში" საქართველომ და აზერბაიჯანმა რეგიონი სრულფასოვნად წარმოადგინონ. გარდა ამისა, მინისტრებმა მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრეს და საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ. საუბარი შეეხო როგორც სასამართლო რეფორმას ორივე ქვეყანაში, ისე მოსამართლეთა გადატვირთულობის პრობლემას, ელექტრონული მმართველობის დანერგვისა და მედიაციის განვითარების საჭიროებებს. დასასრულ, თეა წულუკიანმა აზერბაიჯანელი კოლეგა საქართველოში მოიწვია. „ღია მმართველობის პარტნიორობა" აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს. 2016 წელს საქართველო პარტნიორობის თანათავმჯდომარე ქვეყნად აირჩიეს, მიმდინარე წელს კი საფრანგეთისგან თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსს გადაიბარებს. ღია მმართველობაში წარმატებული პოზიციების გამო 2013 წლის აგვისტოში საქართველო მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს − აღმასრულებელ კომიტეტში ჩვენს ქვეყანას იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს; 2013 წლის 1 ნოემბერს „ღია მმართველობის პარტნიორობის" ყოველწლიურ სამიტზე ლონდონში ქართული რეფორმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში 7 ყველაზე წარმატებულ პროექტს შორის დაასახელეს; 2015 წლის ივნისში კი ქვეყანა „ღია მმართველობის პარტნიორობის" ევროპის რეგიონული კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა გახდა. იუსტიციის მინისტრმა დღესვე პატივი მიაგო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის − ჰეიდარ ალიევის, ხსოვნას.
(NS)
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)