21:01 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 19:51:34, 1518 ნახვა

პოლიტიკა
ინაშვილი: მომავალ სხდომაზე მოვიტან პლაკატს "გასამართლდნენ "ნაციონალური მოძრაობის" დამნაშავე ლიდერები"

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, "ნაციონალურ მოაძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" აკრიტიკებს და მედიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, მედია დღეს გაცილებით თავუსუფალია, ვიდრე ეს წინა ხელისუფლების დროს იყო.

"მოსმენების პრაქტიკი "ნაციონალურმა მოძრაობამ", ორივე ფრთამ დაამკვიდრა, ხაზს ვუსვამ ამას, შეხმატკბილებულები ხართ დღეს, უნისონში ერთნაირ განცხადებებს აკეთებთ. ძალიან გიხდებათ ეს ლოზუნგი - "არა მედიაზე შტურმს", კარგად მიიკარით წინა იარუსზე, იმიტომ, რომ სწორედ თქვენ უნდა შეგახსენოთ თქვენ - არა მედიაზე შტურმს, რადგან თქვენ აკეთებდით ამას. 40-ზე მეტი ტელეარხი წაართვით. მე ვარ პირადად ის ადამიანი, რომელსაც ერთ-ერთი ტელევიზია წაართვით. ჩემი ცხოვრების 10 წელი დავხარჯე იმაზე, რომ ტელევიზია დაგვებრუნებინა. თქვენი დაცვა არ სჭირდება ქართულ ჟურნალისტიკას. ამ დარბაზში არის ხალხი ვინც მას ღირსეულად დაიცავს. მოდით, ამ ხელისუფლებაზე, ბევრი რამე კი არის სათქმელი, მაგრამ როგორც ჟურნალისტი იმას ვიტყვი, რომ დღეს გაცილებით თავისუფალია მედია სივრცე, ვიდრე იყო თქვენ დროს. ნიკა გვარამია დაიცავით ამ დარბაზის გარეთ. ერთი ინიციატივა მაქვს, კარგი იდეა მომაწოდეთ სხვათაშორის. კონსტრუქციულად შეაფასეთ, თავმჯდომოარის პოზიცია. მინდა გითხრათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ძალიან კარგად მიჰყავს სხდომები და ვაფასებ ამას, მაგრამ მომავალ სხდომაზე მე მოვიტან პლაკატს და პირდაპირ მიგიკრავთ წინ. ამ პლაკატზე ეწერება - გასამართლდნენ "ნაციონალური მოძრაობის" დამნაშავე ლიდერები და მოთმინებით აიტანეთ ეს. არც ეს იქნება რეგლამენტის დარღვევა", - განაცხადა ინაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics