|
2017-02-02 18:19:22, 1078 ნახვა
პოლიტიკა
მარია გაბრიელი: დღეს ისტორიული დღეა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც
ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა მარია გაბრიელმა საქართველოს ევროპარლამენტში სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ქვეყანაში ფართომასშტაბიანი და კომპლექსური რეფორმების გატარებაში, რაც ქვეყნის ევროპულ ფასეულობებთან დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯია. მან აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთნდობასა და დიალოგს და ისაუბრა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში. „დიდი გზა გავიარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების დღევანდელ საბოლოო კენჭისყრამდე. ეს არის საქართველოს ხელისუფლებისა და მოქალაქეების მიერ მიღწეული შედეგების აღიარება. დღეს ისტორიული დღეა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება ახალი ეტაპია ჩვენს ურთიერთობებში. დღემდე გამოვლილი გზა არ იყო მარტივი. მადლობას ვუხდი საქართველოს მოსახლეობას მოთმინებისათვის და დემოკრატიული ფასეულობების ერთგულებისთვის", - განაცხადა მარია გაბრიელმა. მისივე თქმით, საქართველო თამაშობს საკვანძო როლს ევროკავშირის ძალისხმევაში, განამტკიცოს საერთო ევროპული უსაფრთხოება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)