09:42 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 17:49:11, 1314 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს, სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში იღებს მონაწილეობას.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დეპუტატებმა შეხვედრა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პედრო აგრამუნტთან გამართეს. მხარეებმა ქართული დელეგაციის განახლებული შემადგენლობის სამომავლო გეგმებსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაზე ისაუბრეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, საუბარი შეეხო პედრო აგრამუნტის იმ განცხადებასაც, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო პრეზიდენტმა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ გააკეთა.

„ვისაუბრეთ დელეგაციის ახალი შემადგენლობის მუშაობის სტრატეგიაზე, თუ რა საკითხებზე და როგორ ვაპირებთ აქტიურობას მომავალი წლების განმავლობაში. მივაწოდეთ ინფორმაცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობისა და ამ პროცესში ევროსაბჭოს, კერძოდ, ვენეციის კომისიის ჩართულობაზე, რაც ძალიან პოზიტიურად იქნა შეფასებული. ასევე, ვისაუბრეთ მის გუშინდელ კომენტართან დაკავშირებით, რაზეც მან გვითხრა, რომ არანაირი კითხვის ნიშნები ამ მიმართულებით არ აქვს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics