07:08 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-20 17:56:37, 1308 ნახვა

პოლიტიკა
სახალხო დამცველი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან პირველი ოფიციალური შეხვდრა გამართა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სახალხო დამცველმა შეხვედრაზე განიხილა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა; გააცნო სახალხო დამცველის აპარატის მიმდინარე საქმიანობა, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ქვეყანაში და ამ მიმართულებით შემუშავებული მთავარი რეკომენდაციები. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო „სახალხო დამცველის შესახებ“ და  „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის დახვეწას და საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველთან უჩა ნანუაშვილთან და ომბუდსმენის აპარატთან თანამშრომლობის სრული მზაობა გამოთქვა და სამომავლო პერსპექტივებიც განიხილა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics