18:21 - 24 Jun, 2026
|
2016-06-10 16:02:54, 778 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კუნძულ კრეტაზე გასამართ წმინდა კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 16-27 ივნისს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გასამართ წმინდა კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს. სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მესტია-ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა, ილარიონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ წმინდა სინოდმა გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღო. „ჩვენი ეკლესია წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა. წმინდა სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ხელმძღვანელობდა. მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)