18:21 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 16:43:58, 571 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობასა და „ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამედიცინო კვლევით ინსტიტუტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და შ.პ.ს „ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამედიცინო კვლევით ინსტიტუტს“ შორის ურთიერთშეთანხმების  მემორანდუმი გაფორმდა.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის დემოგრაფიულ პრობლემებზე მომუშავე „აფხაზეთის მთავრობის“ მუდმივმოქმედი კომისიისთვის დემოგრაფიულ საკითხებთან და რეპროდუქციული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაწესებულების - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ერთობლივ გასვლით ღონისძიებებში მონაწილეობას, დაგეგმილ სამედიცინო აქციებში სამედიცინო დაწესებულების სპეციალისტების მონაწილეობას.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ამბულატორიულ საკონსულტაციო და სადიაგნოსტიკო დახმარების გაწევას შეღავათიანი ტარიფებით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას სემინარების ჩატარების გზით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics