|
2026-07-23 17:05:12, 265 ნახვა
პოლიტიკა
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
სოციალური სამართლიანობის ცენტრი იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ოქრიაშვილზე თავდასხმას პოლიტიკური მოტივი აქვს და სამართალდამცველ ორგანოებს მოთხოვნებით მიმართავს. "მნიშვნელოვანია, რომ გამოძიების ფარგლებში მოხდეს იმის ნიუანსური შესწავლა, თავდასხმაში მონაწილე პირები ონისე ოქრიაშვილს აქციიდან გამოჰყვნენ, მას საცხოვრებელ სახლთან წინასწარ დახვდნენ, თუ თავდასხმა სპონტანური იყო. ამასთან, არსებითია, გამოძიების პროცესში მოხდეს ძალადობის სავარაუდო ორგანიზებასა და კოორდინირებაში ჩართული ყველა სხვა პირის გამოვლენა. გარდა ამისა, აუცილებელია, გამოძიების მიერ მოხდეს დანაშაულის ჩადენის მოტივის გამოკვეთა და სათანადო კვალიფიკაცია პოლიტიკური და სხვა გამოხატვის გამო შეუწყნარებლობის მოტივისა და დევნის ნიშნების დადგენის მიზნით. საგამოძიებო ორგანოებს მოვუწოდებთ:
SJC ქართულ ოცნებასა და მის მიერ კონტროლირებულ სამთავრობო პროპაგანდისტულ მედიებს კი მოუწოდებს, რომ შეწყვიტონ განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანების დევნა, შევიწროება და მათ წინააღმდეგ დისკრედიტაციისა და სიძულვილის კამპანიების ორგანიზება, რომელიც, მათივე განცხადებით, საზოგადოების შიგნით პოლარიზაციის, კონფლიქტებისა და ძალადობის მიზეზიც ხდება. სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, ოქრიაშვილზე თავდასხმა ქართული ოცნებისა და მისი პროპაგანდისტული მედიების მიერ ორგანიზებული დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია. "მივიჩნევთ, რომ კონკრეტული მოძალადე პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარდა, იკვეთება მმართველი გუნდისა და მის მიერ კონტროლირებული მედია ორგანიზაციების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც, რომლებმაც გამორჩეული მოქალაქე და იუმორისტი დისკრედიტაციის, დეჰუმანიზებისა და დევნის კოორდინირებული კამპანიის სამიზნე გახადეს [...] ჩვენთვის აშკარაა, რომ სტრუქტურულად ძალადობის ეს ინციდენტი სწორედ ქართული ოცნებისა და მისი პროპაგანდისტული მედიების მიერ ორგანიზებული დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია. პროპაგანდისტული არხებისა და მათთან დაკავშირებული გვერდების ქცევის მოდელი აშკარაა: ისინი სამიზნეში იღებენ ადამიანებს და ჯგუფებს, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევიან და შემდეგ, მათი განცხადებების კონტექსტიდან ამოგლეჯით, მრავალრიცხოვანი მასალის მომზადებით, კოორდინირებული დისკრედიტაციის კამპანიით, კონკრეტული ადამიანების მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულების გამოწვევას ცდილობენ. ზიზღის ამგვარი მიზანმიმართული კულტივირება კი არა მხოლოდ საზოგადოებრივ პოლარიზაციას აღრმავებს, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკურ თავდასხმამდეც მიდის. ჩვენი აზრით, განხორციელებული ჯგუფური ძალადობა, მით უფრო თუ ის თავდამსხმელების მიერ წინასწარ ორგანიზებული იყო, უკავშირდება არა მხოლოდ ონისე ოქრიაშვილის იუმორისტულ გამოსვლას, არამედ უფრო ფართოდ, მის აქტივისტულ საქმიანობას და მიზნად ისახავს მის დაშინებასა და გაჩუმებას". - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)